ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „სიძულვილის გაღცივებისა “ და „ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“ ისრაელის ფინანსთა მინისტრის ბეზალელ სმოტრიჩისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
ბორელის წინადადება ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა სამიტის წინ გაკეთდა.
სმოტრიჩმა და ბენ-გვირი მოუწოდებდნენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვას ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის, სადაც ისრაელი ახორციელებს სამხედრო ოპერაციას ჰამასის წინააღმდეგ.
ბენ-გვირი იმედოვნებდა, რომ ამ გზით ჰამასს დანებებას აიძულებდა. ასევე სმოტრიჩი აცხადებდა, რომ მებრძოლები მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ ისრაელელ მძევლებს.
ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ღაზის სექტორის ბლოკადას "მორალური და გამართლებული" უწოდა, თუნდაც მისი ორი მილიონი მცხოვრები შიმშილით დაღუპულიყო.