ასე გამოეხმაურა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას, ე.წ. "აგენტების კანონზე" პასუხისმგებელ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.
ბასის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.
Today @SecBlinken announced a visa restriction policy for individuals undermining democracy in Georgia. As former U.S. Ambassador to Georgia 🇬🇪, I’m deeply saddened it has come to this. We 🇺🇸 stand with the Georgian people’s right to choose their own future.…
— John Bass (@UnderSecStateP) May 24, 2024
ჯონ ბასი საქართველოში ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.