აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი მემკვიდრის, დონალდ ტრამპის მიდგომას რუსეთისა და უკრაინის ომისადმი, თანამედროვე დამშვიდების პოლიტიკა უწოდა და გამოთქვა შეშფოთება, რომ ამან შესაძლოა, სხვა ევროპული ქვეყნებს სიგნალი გაუგზავნოს, რომ დროა რუსეთს დანებდნენ. ამის შესახებ ბაიდენმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ომისადმი განსხვავებული მიდგომა აირჩია და უკრაინას მოუწოდა, რომ თუ ომის დასრულება სურდა, რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობა უნდა განეხილა.
"ეს თანამედროვე დამშვიდების პოლიტიკაა", - განაცხადა ბაიდენმა ტრამპის მიდგომაზე.
მისი აზრით, პუტინი უკრაინას "დედა რუსეთის ნაწილად" მიიჩნევს. ის მიიჩნევს, რომ მას უკრაინაზე ისტორიული უფლებები აქვს... მას არ შეუძლია შეეგუოს იმას, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ის შეჩერდება, უბრალოდ სულელია," - თქვა ბაიდენმა.