ასეთი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ საღამოს, თეთრი სახლის რუზველტის დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

კითხვა-პასუხის სესიაზე ბაიდენს ჰკითხეს „მეტას“ ფაქტების შემოწმების პროცესში ცვლილებების შესახებ, რომელიც გამოაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე. ტრამპმა და სხვა რესპუბლიკელებმა გააკრიტიკეს ცუკერბერგი და „მეტა“ იმის გამო, რასაც ისინი მემარჯვენე ხმების ცენზურად მიიჩნევენ, ცუკერბერგი კი კრიტიკის საპასუხოდ კომპრომისზე წავიდა და ფაქტების შემმოწმებელი პროგრამის დასრულების შესახებ განაცხადა. ამასთან, მან აღიარა, რომ მისი ეს ნაბიჯი არასწორი ფაქტების გავრცელების გარკვეულ ზრდას შეუწყობს ხელს. მან ასევე აღიარა, რომ გარკვეული პირები ბაიდენის ადმინისტრაციიდან ურეკავდნენ ფეისბუქის გუნდს, უყვიროდნენ და ლანძღავდნენ, რათა პლატფორმიდან გარკვეული კონტენტი წაეშალათ.

„იდეა ისაა, რომ მილიარდერს შეუძლია, რამე იყიდოს და თქვას: „სხვათა შორის, ამ მომენტიდან ჩვენ აღარაფერს არ გადავამოწმებთ".  და როდესაც მილიონობით ადამიანი კითხულობს, შედის ინტერნეტში , კითხულობს ამ მონაჩხამს... მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად სამარცხვინოა“ - თქვა ბაიდენმა.