აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას ხელი არ შეუწყვია ღაზაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტისთვის.
როგორც ბაიდენმა თქვა, მას პირდაპირი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან 1 აგვისტოს.
ჰანიე თეირანში იმყოფებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მეორე დღეს ცნობილი გახდა მისი მკვლელობის შესახებ.