2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან გასვლის შემდეგ მიცემულ პირველ ტელეინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წარმოადგენს "ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის".

"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუ ის გაიმარჯვებს... ამ არჩევნებში, ნახეთ რა მოხდება", - უთხრა ბაიდენმა CBS News-ს ინტერვიუში.

"ეს საფრთხეა, იგი არის ჭეშმარიტი საფრთხე ამერიკის უშიშროებისთვის. ჩვენ მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი გვიდგას. ნამდვილად ასეა... და მთავარი არის დემოკრატია" - განაცხადა ბაიდენმა. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.