"ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციების პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, - ასე უპასუხა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება?".

როგორც მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას გააგრძელებს და ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.

“ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს, პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და მისი პირადი კრიტიკის მიმართ. ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი - დიალოგი, გულისხმობს კრიტიკას, ასე ხდება პოლიტიკის ფორმულირება, ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. ჩვენ მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრს, რომ გაერკვეს - დიალოგი, დემოკრატიული დებატი, გულისხმობს კრიტიკას, რაზედაც ის უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას”, - განაცხადა კონგრესმენმა.