უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 2 ივლისს კიევში დაუანონსებელი ვიზიტი გამოიყენა, რათა თავი მშვიდობისმყოფელად წარმოეჩინა მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გახდა, მაგრამ ორბანის ძალისხმევას ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა მოჰყვეს,– აღნიშნავს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
„ISW კვლავ ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ამჟამინდელი ხაზით შეაკავებს რუსეთის შემდგომ აგრესიას. ეს მხოლოდ კრიტიკულ დროს მისცემს რუსეთს, რომ აღიდგინოს ძალები და მოემზადოს უკრაინის წინააღმდეგ მომავალი აგრესიისთვის“, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც 3 ივლისს გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კრემლი აწარმოებს გაძლიერებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს, უბიძგოს უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ რუსეთის პირობებით და ნებისმიერი რუსული, დასავლური ან სხვა მცდელობა, უკრაინის რუსეთთან ნაადრევ მოლაპარაკებებში ჩართვის, მხოლოდ შეასუსტებს უკრაინას და ხელს შეუწყობს რუსეთის შემდგომ აგრესიას. უკრაინის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
ორბანის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებებმა შეიძლება გააძლიეროს კრემლის სურვილი, დააწესოს რუსეთის სასურველი ოპერაციული პაუზა ან დაარწმუნოს კიევის საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის დატოვების შესახებ, – ამბობს ISW.
„პუტინი და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკები მუდმივად იმეორებენ, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული რაიმე მოლაპარაკებით, რომელიც არ გამოიწვევს უკრაინის შემდგომ ტერიტორიულ დათმობებს იმ ადგილებში, რომლებიც რუსეთს ჯერ არ აქვს ოკუპირებული. უკრაინაში ამჟამინდელი ფრონტის ხაზების გაყინვა რუსეთს მისცემს ოპერატიულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვან უკრაინულ ტერიტორიას, საიდანაც რუსეთს შეუძლია, განახორციელოს ახალი აგრესია გამოცდილი სამხედრო და აღდგენილი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზით“, - ხაზს უსვამენ ISW-ს ანალიტიკოსები.