ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარებმა ავდეევკასთან დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს.
"უკრაინის ჯარებმა ავდეევკასთან კონტრშეტევა განახორციელეს და დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები სტეპოვოს სამხრეთით რუსეთის პოზიციებს უტევენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ჯარები ავდეევკას მიმართულებით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. ისინი ავდეევკას ჩრდილოეთით მდებარე წყალსაცავის ტერიტორიაზე შევიდნენ.
რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა კონტროლი გააძლიერეს სტეპოვოს და მის გარშემო მდებარე პოზიციებზე.