ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა "მნიშვნელოვნად არის ამოწურული". განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უუნარობა, მოკლევადიან პერიოდში აღადგინოს დახარჯული სამხედრო ძალა კიდევ უფრო ზღუდავს მანევირების შესაძლებლობას.
"რუსეთის ძვირადღირებულმა სამხედრო კამპანიამ უკრაინაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურა რუსული აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის რეზერვები, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევის შესანარჩუნებლად", - წერს ISW.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, სავარაუდოდ, 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაში დაგეგმილი მიმართვის დროს გამოაცხადებს ზომებს უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაციისთვის - "რუსეთის ძირითადი ახალი მობილიზაციის ინიციატივების ან სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკის შესახებ".