ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეტევა დონბასში შესაძლოა უახლოვდებოდეს კულიმნაციას და უკრაინას აქვს შესაძლებლობა აიღოს ინიციატივა, დაიწყოს კონტრშეტევა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ რეგიონში რუსეთის შეტევითი ოპერაციების ტემპი ბოლო კვირების განმავლობაში შენელდა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგები ვუჰლედართან სერიოზულად აფერხებს რუსეთის ძალებს დონეცკის ოლქში შემდგომი შეტევითი ოპერაციების ჩატარებაში.
"მზარდი რუსული დისკუსიები ბახმუტის რაიონში უკრაინის გარდაუვალი კონტრშეტევის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული წყაროები სულ უფრო ნაკლებად დარწმუნებულები არიან რუსი სამხედროების შესაძლებლობებში, შეინარჩუნონ ინიციატივა ბახმუტის გარშემო", - ნათქვამია განახლებაში.
ანალიტიკოსები წერენ, რომ უკრაინის ძალები კარგად არიან განლაგებული იმისათვის, რომ დაიბრუნოს ინიციატივა და დაიწყოს კონტრშეტევა მიმდინარე ფრონტის ხაზის კრიტიკულ სექტორებში.