წინასწარი ინფორმაციით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა.
"ჩვენი დაზვერვა უკვე გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, თუ ვინ გააკეთა ეს რუსული სამხედრო ნაწილებიდან - 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ," - თქვა მან.
პოდოლიაკის თქმით, ჟენევის კონვენციით, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისგან არ განხვავდება.
Українська правда-ს ანალიზით, რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელი ბრიგადის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე.
ბრიგადა ცნობილია ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობით და აქვს დევიზი: "205-ე ბრიგადა, ჯოჯოხეთიდანაც კი დავბრუნდებით." ახლა ამ ქვედანაყოფში ძირითადად რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან მობილიზებულები იბრძვიან.
205-ე ბრიგადის მეთაური 40 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ შანდურაა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლის მაისში ის საბრძოლო მისიებიდან გამოიყვანეს, რათა განადგურებულ მარიუპოლში აღლუმში მონაწილეობა მიეღო.