ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 1800-ს აჭარბებს.
ისრაელის არმია ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები მძევლებად აიყვანეს. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა პალესტინის მხარე აცხადებს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე მძევლებად აიყვანეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს 50-ზე მეტი სამხედრო, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.