საპროტესტო აქციების ფონზე, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პრემიერმინისტრს მოუწოდა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

"მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება - ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობის გულისთვის მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცედურა. ახლავე მოდი გონს! ეს არ არის პოლიტიკური მომენტი, ეს არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის მომენტი", - დაწერა პრეზიდენტმა.

მანამდე პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება იყო მცდარი, სასტიკი და დემოკრატიული საფუძვლებისთვის ძირგამომთხრელი. მან გააფრთხილა მთავრობა, რომ ისრაელი "სამოქალაქო ომის" ზღვარზე შეიძლება აღმოჩენილიყო.