ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა მწვავედ გააკრიტიკა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებისთვის და მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„დღეს გენერალური მდივანი მორალურად კიდევ ერთხელ დაეცა ,” - თქვა ერდანმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება ფაქტობრივად არის მოწოდება „ჰამასისთვის“, გააგრძელოს ტერორი ღაზაში.

„გენერალური მდივნის დამახინჯებული ხედვა მხოლოდ ახანგრძლივებს ბრძოლას ღაზაში, რადგან ეს „ჰამასის“ ტერორისტებს იმედს აძლევს, რომ ომი დასრულდება და ისინი გადარჩებიან.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გენერალურ მდივანს დაუყოვნებლივ გადადგეს - გაეროს სჭირდება გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ომს ტერორიზმთან და არა გენერალური მდივანი, რომელიც მოქმედებს „ჰამასის“ მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით,” - თქვა გილად ერდანმა.