ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ განლაგებული გვირაბების უდიდესი ქსელი გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელელ სამხედროებზე დაყრდნობით გამოცემა The Times of Israel იუწყება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირები ამ გვირაბებში იმყოფებოდნენ, როდესაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა დაიწყო.

მიწისქვეშა ქსელი უკავშირდებოდა „ჰამასის“ მაღალო თანამდებობის პირების  სახლებს, ოფისებს და თავშესაფარ ოთახებს. მათ შორის „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მოუხელთებელი ლიდერის მუჰამედ დეიფისა და „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის სახლებს.

ღაზის სექტორში გვირაბების უმსხვილესი ქსელის აღმოჩენის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 17 დეკემბერს განაცხადა.