ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ სახმელეთო შეტევა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო.

„გუშინ, დღეს, ჩვენ „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში“, - განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს.