ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "თანამედროვე ჰიტლერია და არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების საომარ მიზნებში შედის, რომ "ხამენეიმ არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".
"ხამენეი ღიად აცხადებს, რომ მას ისრაელის განადგურება სურს, ის პირადად გასცემს საავადმყოფოებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანებას. ის ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას ისახავს მიზნად. ასეთი ადამიანის არსებობა აღარ შეიძლება", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.