აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

ტრამპმა უარი თქვა ირანში სამხედრო ქმედებებში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემაზე.

"ამის თქმა არ შემიძლია", - თქვა მან.

"შეიძლება გავაკეთო ეს, შეიძლება არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მოლაპარაკება სურს", - თქვა ტრამპმა.

შემდეგ მან გაიმეორა თავისი განცხადება, რომელიც ბოლო დღეებში რამდენჯერმე გააკეთა, რომ ირანი უფრო მზად უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი დაარტყამდა.