სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ, ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.
ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტოები Mehr და Nour News ავრცელებენ.
მათივე ცნობით, სისტემების გააქტიურება საფრთხეზე რეაგირებისა და სარაკეტო თავდასხმის განეიტრალების მიზნით განხორციელდა.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, საჰაერო განაგაშის ხმა თეირანის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ისმის.
ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ თეირანში მცხოვრებმა რამდენიმე პირმა მათ განუცხადა, რომ მათ სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმა ესმით.














