ახლახანს შემატყობინეს, რომ რვა ირანელ ქალს, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ მოკლავენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან კარგი ამბავია! ახლახანს შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ მოკლავენ. ოთხი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ოთხს ერთთვიანი პატიმრობა მიესჯება. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნას და შეწყვიტეს დაგეგმილი სიკვდილით დასჯა“,- წერს ტრამპი.