ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს სომხეთთან ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა სფეროში. საინფორმაციო სააგენტო „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ესმაილ ბაღაეის განცხადებაზე დაყრდნობით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ერევანს თეირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერის სურვილს ეხებოდა, ბაღაეიმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს.


„ჩვენ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი თავის ურთიერთობებს ეროვნული ინტერესების საფუძველზე აშენებს და სომხეთთან ურთიერთობები გამონაკლისი არ არის.

„ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებულია ორმხრივი ინტერესებისა და გამოწვევების, ასევე საერთო ინტერესების მკაფიო გაგებაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ბაღაეიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ირანი პატივს სცემს სახელმწიფოების უფლებას, დაამყარონ ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, სანამ ეს არ აზიანებს ურთიერთობებს.