ირანი ორი კვირით დაუშვებს უსაფრთხო გავლას ჰორმუზის სრუტეში, თუ გემები ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში იქნებიან, - განაცხადა დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
ორI კვირის მანძილზე ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“, - წერს არაღჩი.
არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი შეწყვეტს სამხედრო თავდასხმებს, თუ თავად არ დაესხებიან თავს.
„თუ ირანზე თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ თავდაცვით ოპერაციებს“, - წერს ის.
არაღჩიმ განაცხადა, რომ ის ამ ორ პუნქტს ქვეყნის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სახელით აცხადებდა და მას შემდეგ, რაც „აშშ-ის პრეზიდენტი განცხადების თანახმად, ირანის 10-პუნქტიანი წინადადების ზოგადი ჩარჩო მოლაპარაკებების საფუძვლად იქნა მიღებული“.




