ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელმა წითელი ხაზები გადაკვეთა, რამაც შესაძლოა ყველას უბიძგოს საპირისპირო ზომებისკენ. ამის შესახებ ებრაჰიმ რაისიმ ტვიტერზე დაწერა.
"ვაშინგტონი მოგვიწოდებს არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ამ დროს თვითონ ისრაელს ფართომასშტაბიან დახმარებას უწევს. აშშ წინააღმდეგობის რკალს სიგნალი გამოუგზავნა, მაგრამ მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე", წერს რაისი.