ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბათ იამში ხუთი ადამიანი დაიღუპა, 200 - ზე მეტი კი დაშავდა

როგორც ისრაელის მედია წერს, ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბევრი ბავშვია. დაახლოებით 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.