ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი მოჰამედ ბაღერ ზოლღადრი ასახელებს პირობებს, რომლებიც აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის უნდა შეასრულოს.

როგორც „სიენენი“ წერს, ვაშინგტონისთვის წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა, მოიცავს აშშ-ის მიერ სპარსეთის ყურეში საზღვაო ბლოკადის მოხსნას, საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანასა და ომის სამუდამოდ დასრულებას.

მათივე ცნობით, ზოლღადრი ასევე მოუწოდებს აშშ-ს, აუნაზღაუროს ირანს კონფლიქტით გამოწვეული ზიანი და გაათავისუფლოს გაყინული ირანული აქტივები.

„ეს არის ირანელი ხალხის მოთხოვნები, რომლებიც მათ ხმამაღლა გამოაცხადეს 160-დღიანი სიმტკიცის პირობებში როგორც ომის ველზე, ასევე ქუჩებში. ამერიკა თავის ქცევას ვიდრე არ გამოასწორებს, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება“, – აღნიშნავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი.