ამერიკული ძალები ირანის პოტენციური ოპერაციის „ნულოვან საათს“ უახლოვდებიან.

ამის შესახებ აღნიშნულია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

ირანელი სამხედროების თქმით, რეგიონულ წყლებში აშშ-ის ყველა სამხედრო მოძრაობა და აღჭურვილობა ქვეყნის საზღვაო ქვედანაყოფების სრული მეთვალყურეობის ქვეშაა.

„ტერორისტული ამერიკული არმიის გადაადგილებასა და აღჭურვილობას ირანის საზღვაო ქვედანაყოფები ყურადღებით აკვირდებიან“, – ნათქვამია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის ფოტო, რომელზეც აშშ-ის საზღვაო ხომალდებია გამოსახული.

„ამერიკელები ყოველ წამს უახლოვდებიან ირანის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონის წყლებში განლაგებული აშშ-ის ცენტრალური სარდლობის საზღვაო ქვედანაყოფების წინააღმდეგ ოპერაციის „ნულოვან საათს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოტენციური ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.