აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მზად იყვნენ საგანგებო სიტუაციებისთვის, რადგან ირანთან მიმდინარე ომის გამო შესაძლოა, ავიარეისები გაუქმდეს და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდეს.

ეს გაფრთხილება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური თავდასხმის“ განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკელებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გაითვალისწინონ ფრენების შესაძლო გაუქმება, საჰაერო სივრცის დროებითი ჩაკეტვა და სამოგზაურო შეფერხებები.