ესტონეთმა და შვედეთმა შეთანხმება გააფორმეს. შვედეთი ესტონეთს ყოველწლიურად მინიმუმ 30.6 მილიონ ევროს გადაუხდის 300 პატიმრისთვის განკუთვნილი ტევადობის შესანარჩუნებლად. სრული დატვირთვის შემთხვევაში თანხა 61.2 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERR-ის ცნობით, შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, შვედეთი ესტონეთის ციხეებში 600 პატიმრის განთავსებას შეძლებს.

300 პატიმრისთვის ტევადობის შენარჩუნებაში შვედეთი წელიწადში 30.6 მილიონ ევროს გადაიხდის. 301-ე პატიმრიდან დაწყებული, თითოეულზე ყოველთვიურად დამატებით 8,500 ევროს გადაიხდიან. ამგვარად, სრული ტევადობის, ანუ 600 პატიმრის შემთხვევაში წლიური გადასახადი 61.2 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხა ყოველწლიურად 3.5 პროცენტით ინდექსირდება.

შეგახსენებთ, „აიპრესმა“ ამ თემაზე ადრეც გაუწყათ. „აიპრესი“ ასევე წერდა, რომ შვედეთის შემდეგ ინტერესი ფინეთმაც გამოხატა, ორივე მათგანზე ადრე კი კოსოვომ დანიას ციხის 300 საკანი 10 წლით 210 მილიონ ევროდ გადასცა იჯარით.