ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" იუწყება.
ირანმა ხუთშაბათს წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე 2000 კმ იყო.
ირანი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი უდიდესი სარაკეტო პროგრამა ახლო აღმოსავლეთში, ამბობს, რომ მის იარაღს შეუძლია მიაღწიოს დაუძინებელი მტრების, მტრების, ისრაელის და აშშ-ის ბაზებს რეგიონში.
„ჩვენი გზავნილი ირანის მტრებისადმი არის ის, რომ ჩვენ დავიცავთ ქვეყანას და მის მიღწევებს. ჩვენი გზავნილი ჩვენს მეგობრებისადმი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეგიონულ სტაბილურობას“, - ამბობს ირანის თავდაცვის მინისტრი მოჰამად რეზა აშტიანი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გაშვებულ რამდენიმე წამიანი ვიდეოში ნათქვამია, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტის Khoramshahr-4 განახლებული ვერსიის ფრენის სიშორე არის 2000 კმ და მას შეუძლია გადაიტანოს 1500 კგ-იანი ქობინი.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტას სახელი „Kheibar" ეწოდა იმ ებრაული ციხესიმაგრის მიხედვით, რომელიც მუსლიმმა მეომრებმა ისლამის წარმოშობის პირველ დღეებში დაიპყრეს.