NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. ამის შესახებ მან ვაშინგტონში უილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რომელიც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან შეჭრას ახანგრძლივებს.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ გამოყენებული მიკროელექტრონული საშუალებების 90% ჩინური წარმოშობისაა. იგი გამოიყენება სხვადასხვა იარაღის წარმოებისთვის. ჩინეთი ასევე თანამშრომლობს რუსეთთან თანამგზავრული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო კონფლიქტს აძლიერებს და ამავდროულად ცდილობს, ევროპასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. პეკინი ამ ორივე გზას ერთდროულად ვერ შეინარჩუნებს. თუ ჩინეთი არ შეცვლის კურსს, მოკავშირეებმა ფასი უნდა გადაახდევინონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.