NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების რეკორდული რაოდენობა ასრულებს თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს. ამის შესახებ მან 17 ივნისს ვაშინგტონში, უილსონის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.

NATO-ს თავდაცვით შესაძლებლობებზე საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "ევროპის სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯებს რეკორდულ დონემდე ზრდიან."

მან გაიხსენა, რომ 2014 წელს ალიანსის მხოლოდ სამმა წევრმა - აშშ-მა, საბერძნეთმა და დიდმა ბრიტანეთმა - მშპ-ს 2%-ზე მეტი დახარჯეს.

"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს მშპ-ს მინიმუმ 2%-ს თავდაცვაზე, ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის," - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან, NATO-ს ექვსჯერ მეტი წევრი ხარჯავს მშპ-ს 2%-ზე მეტს თავდაცვაზე.

ესტონეთი თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2.5%-მდე ზრდას გეგმავს და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საჯაროდ განაცხადა, რომ ცდილობს NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე ზრდას მიაღწიოს.