„ასოშეიტედ პრესის" ცნობით, ასეთი განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ, ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის სახელობის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას გააკეთა.
თეთრ სახლში ნატოს გენერალური მდივანთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სტოლტენბერგის მმართველობის დროს ალიანსი გახდა „უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი, ვიდრე ოდესმე“.
ბაიდენმა თბილად ისაუბრა სტოლტენბერგზე, უწოდა მას „მეგობარი" და თქვა, რომ ისურვებდა სტოლტენბერგს, რომელიც ნატოს გენერალური მდივანია 2014 წლიდან და ამჟამინდელი ვადა ოქტომბერში ეწურება, კიდევ ერთი ვადით ემსახურა.
„ერთად ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შემდგომი აგრესია ევროპაში“ და „გავაძლიერეთ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი, რაც ცხადყოფს, რომ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობენ აშშ-სგან.
„ასე რომ, ნატო კარგია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ნატო ასევე კარგია აშშ-ის სამუშაო ადგილებისთვის“., - თქვა მან.
ვუდრო ვილსონის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში გაზარდა ევროპაში ფართო კონფლიქტის საფრთხე და ნატო სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
წელს დასავლური სამხედრო ალიანსის თავდაცვითი ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებელს ნატოს 32 წევრიდან 23 მიაღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - თქვა სტოლტენბერგმა.
მისუი თქმით, სავარაუდო მაჩვენებელი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებულს თითქმის ოთხჯერ აღემატება. 2021 წელს მხოლოდ ექვსმა ქვეყანა ხარჯავდა თავდაცვაზე თავისი მშპ-ის 2%-ს.
„ევროპელები უფრო მეტს აკეთებენ თავიანთი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ“, - თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს ორშაბათს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, ევროპელ მოკავშირეებსა და კანადაში თავდაცვის ხარჯები მხოლოდ წელს გაიზარდა თითქმის 18%-ით, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ათწლეულების განმავლობაში.
„ასოშეიტედ პრესის" მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების წილი მშპ-ში 2014 წელს იყო და დღეს არის:
პოლონეთი - 1,9%→4,1%
ესტონეთი - 1,9%→3,1%
აშშ - 3,7%→3,4%
ლატვია 0.9%→3,2%
საბერძნეთი - 2,მ2%→3,1%
ლიეტუვა - 0,9%→2,9%
დიდი ბრიტანეთი - 2,1%→2,3%
რუმინეთი - 1,4%→2,3%
ჩრდილოეთ მაკედონია - 1,1%→2,2%
ნორვეგია - 1,5%→2,2%
ბულგარეთი - 1,3%→2,2%
შვედეთი - 1,1%→2,1%
გერმანია - 1,2%→2,1%
უნგრეთი - 0,9→2,1%
ჩეხეთი - 0,9%→2,1%
თურქეთი - 1,5%→2,1%
საფრანგეთი - 1,8%→2,1%
ნიდერლანდები - 1,2%→2,1%
ალბანეთი - 1,4%→2,0%
მონტენეგრო - 1,5%→2,0%
სლოვაკეთი 1,0%→2,0%
ხორვატია - 1,8%→1,8%
პორტუგალია - 1,3%→1,6%
იტალია - 1,1%→1,5%
კანადა - 1,0→1,4%
ბელგია - 1,0%→1,3%
ლუქსემბურგი - 0,4%→1,3%
სლოვენია - 1,0%→1,3%
ესპანეთი - 0,9%→1,3%