NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაუანონსებელი ვიზიტით კიევს ეწვია. ამის შესახებ The Kyiv Independentწერს.
ხუთშაბათს დილით სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, მიხაილოვსკის მოედანზე დააფიქსირეს.
Kyiv Independent-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ NATO-ს გენერალური მდივანი დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.
ვიზიტის წინა დღეს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული მუქარის მიუხედავად, დასავლელი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ.