NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის წევრ ქვეყნებს, ყოველწლიურად უკრაინისთვის 500-500 მილიონი ევროს გამოყოფისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg იტყობინება.
NATO-ს ლიდერს სურს, რომ მოკავშირეებმა გაზარდონ კონტრიბუცია უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში (CAP), რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან დახმარებას, როგორიცაა საწვავი, დამცავი აღჭურვილობა და რუსული შემოჭრის საწინააღმდეგო საშუალებები.
CAP ასევე მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და NATO-ს თავსებადობის სტანდარტების მისაღწევად. ამავდროულად, Bloomberg-ის წყაროების ცნობით, სტოლტენბერგის წინადადების დეტალები ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული.
როგორც Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი, სტოლტენბერგის წინადადების დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება.