დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა NATO -ს გეგმაზე წვრთნებისა და უკრაინის დახმარების შესახებ უსაფრთხოების მხრივ და აღნიშნა, რომ ელოდება ახალ განცხადებებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების შესახებ.

„ჩვენ განვიხილავთ და ვაგვარებთ მრავალ საკითხს უკრაინასთან დაკავშირებით NATO -ს სამიტამდე. ჩვენ უკვე შევთანხმდით NATO -ს წვრთნისა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გეგმაზე. ვნახეთ ახალი განცხადებები და ველოდები, რომ უფრო მეტი განცხადება მოვისმინო უკრაინისთვის უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.