სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილოგზის 99-ე კმ-ზე (სოფ. შუასოფელი), დაგეგმილი ლითონის მილის მოწყობის სამუშაოების გამო 2025 წლის 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.