16 ივლისს, ანაკლიაში საზაფხულო სეზონი გაიხსნება. 20:00 საათზე, ანაკლიის ბულვარში ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭების“, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის კონცერტი გაიმართება.
18 ივლისს ანაკლიაში 12:00 საათიდან დაიწყება სპორტული ღონისძიებები. 20:00 საათზე ჯგუფი ,,ურსას“ კონცერტი გაიმართება.
19 ივლისს კი, ანაკლიაში ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ( DMO) მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს