იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 300–მდეა
იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1 იანვარს მოხდა. მისი ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში იყო. მიწისძვრამ ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად, ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%.
მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც - ნიიტაგაში, ტოიამაში, ფუკუისა და გიფუში. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 57 000-ზე მეტი ადამიანი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება