იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ჰანედას აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, არსებობს ვარაუდი, რომ დაშვების დროს იაპონური ავიახაზების თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა.
ბორტზე იმყოფებოდნენ მგზავრები, თუმცა დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.