დღეს იაპონიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა ერთი ადამიანი. დაინგრა შენობები, ათიათასობით სახლს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ზოგიერთ სანაპირო რაიონში მცხოვრებნი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ მაღალ ადგილზე.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია დაახლოებით 1 მეტრის ტალღები იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეასთან, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა მიწისძვრას უფრო დიდი ტალღები მოჰყვეს.