იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 240-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 40 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.

სამაშველო სამუშაოებისთვის 4 600 სამხედროა მობილიზებული, რომლებიც პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებს ეხმარებიან. დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. 30 000-ზე მეტი მოქალაქე საევაკუაციო ცენტრებშია განთავსებული. 

მიწისძვრამ იაპონიაში გაანადგურა გზები და საკომუნიკაციო სისტემები. სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს, ასევე, პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ევაკუირებული მოსახლეობისთვის.