ისიკავას პრეფექტურის და სხვა წყაროების მიხედვით, 5 იანვრის 14:00 საათისთვის პრეფექტურაში სულ 94 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.
გარდა ამისა, ისიკავას პრეფექტურამ მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მცხოვრები იმ 222 ადამიანის ვინაობა და ასაკი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
იაპონიის პრესის თანახმად, გუშინ, მიწისძვრიდან 72 საათის შემდეგ, ქალაქ ვაჯიმაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს სასწაულებრივად გადარჩენილი ორი მოხუცი ქალი. ერთ-ერთი მათგანს მიაკვლია მაშველმა ძაღლმა, სახელად ჯენიფერმა.
იაპონია ყოველწლიურად ასობით მიწისძვრას განიცდის. მათი უმეტესობა ზიანს არ აყენებს, რადგან უკვე ოთხი ათწლეულზე მეტია, რაც მკაცრი სამშენებლო კოდექსები მოქმედებს.
ბოლო მონაცემებით, იაპონიაში, მიწისძვრის შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა, 222 კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

1704450245