ჰონგ კონგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 36-მდე გაიზარდა, ხოლო 279 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ჰონგ კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯონ ლიმ განაცხადა.
ჯონ ლის განმარტებით, ამჟამად 29 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.
პარალელურად, სახანძრო ბრიგადები ჯერ ისევ ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას.
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს.
მედიის ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმე ნაგებობას გარშემო ბამბუკის ხარაჩოები აქვს და ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ კონსტრუქციას გაუჩნდა.
თარგმანი: პირველი არხი




