ჰავაიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯოშა გრინმა განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 36 დაღუპულის შესახებ.
„ამ დრომდე გრძელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები, დღეს კიდევ 19 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა“, - განაცხადა გუბერნატორმა. მისი სიტყვებით, ათასობით ადამიანი ჭერის გარეშე დარჩა, ისინი თავშესაფრებში გადაყვნას საჭიროებენ. ასევე გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას უსახლკაროდ დარჩენილები შეიფარონ.
გრინი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. „1960 წელს, როდესაც კუნძულს თავს ცუნამი დაატყდა, დაიღუპა 61 ადამიანი, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ჯერზეც დაღუპულთა რაოდენობა მეტი იქნება“, - აღნიშნა გრინმა. მისივე თქმით, მომხდარი ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებაა ჰავაის შტატის ისტორიაში.
კუნძულ მაუიდან, რომელიც სტიქიისგან განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა, ევაკუირებულია 14 ათასზე მეტი ადამიანი. მოსალოდნელია, რომ ევაკუირებულთა რაოდენობა 30 ათასს გადააჭარბებს.