ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 53 ადამიანი ემსხვერპლა.
განადგურებულია 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80%. ევაკუირებულია 11 ათასზე მეტი ადამიანი. ათასობით მოქალაქე ევაკუაციას ელოდება.