ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი" ავრცელებს.
ჰავაის შტატის გუბერნატორი ჯოშ გრინი აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 36-იდან 53-მდე გაიზარდა. იგი ასევე საუბრობს „ათასობით" უსახლკაროზე. ამჟამად არქიპელაგის მოსახლეობა ეძებს „ორ ათას ოთახს“ პირველი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამისთვის შტატის ხელისუფლება არქიპელაგის სასტუმროებს უკავშირდება. გუბერნატორმა კუნძულის მცხოვრებლებს სოლიდარობისკენ და დევნილებს თავიანთ სახლებში ადგილის გამოყოფისკენ მოუწოდა.
ადგილზე არსებული სიტუაციის სურათები თითქმის აპოკალიფსურ პირობებს აჩვენებს. მაუიზე რამდენიმე ათეულმა მცხოვრებმა ხანძრისგან თავის დასაღწევად ოკეანეში გასვლის გარდა სხვა გამოსავალი ვერ ნახა და მათი გადარჩენა სანაპირო დაცვას მოუწია. დასახმარებლად გამოიძახეს მოხალისეებიც, რომლებსაც ნავი აქვთ.
ურთულესი მდგომარეობა ტურისტულ ქალაქ ლაჰაინაში, რომელიც გუშინ ასეულობით ოჯახმა დატოვა. ქალაქი კვამლშია გახვეული და თითქმის მთლიანად არის დამწვარი.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს საღამოს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ძლიერი კვამლის მიუხედავად მაუის აეროპორტი აგრძელებს მუშაობას.