ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.