ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, წითელმა ჯვარმა არმიას შეატყობინა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მათ 3 ისრაელელი მძევალი - რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი - უკვე გადასცა.

IDF-ის ცნობით, წითელ ჯვარს ახლა მძევლები ღაზის სექტორის შიგნით მყოფ ისრაელელ სამხედროებთან მიჰყავს.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალების ვერტმფრენები მზად არის, რათა ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები მყისიერად გადაიყვანონ საავადმყოფოში.