დღეს, დილიდან, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელს და „ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმება უნდა შესულიყო ძალაში.
ისრაელის განცხადებით, „ჰამასმა“ არ გადასცა მას იმ მძევლების სია, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ამიტომ შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება არ შევიდა ძალაში და ისრაელის არმიამ განაგრძო ღაზის სექტორში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა.
„ჰამასის“ მართული სააგენტოს ცნობით, „ცახალის“ დღევანდელი თავდასხმების შედეგად 8 ღაზელი დაიღუპა.
ახლახან „ჰამასის" მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სიის დროულად გადაგზავნა „ტექნიკური მიზეზით“ არ მოხერხდა და ამ მომენტისთვის სია უკვე გადაცემულია სია იმ მძევლების, რომელთა გათავისუფლება დღეისთვის იყო დაგეგმილი.
timesofisrael-ის თქმით, რომ ისრაელელი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ „ჰამასმა" შუამავლებს სამი ქალის ვინაობა შეატყობინა.